”მაესტროს” სარჩელს კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ სასამართლო ერთ თვეში განიხილავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 May.'08 / 19:05


"მაესტროს” თანამშრომლებმა 14 აპრილს მდუმარე აქციაზე გააპროტესტეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის áƒ£áƒáƒ áƒ˜ პოლიტიკური გადაცემების გაშვებაზე.  
ფოტო: ინტერპრესნიუსი

სტუდია ”მაესტროს” სარჩელის არსებითი განხილვა კომუნიკაციების კომისიის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო 26 ივნისს დაიწყებს. 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამზადებელი სხდომა გამართა.

”მაესტროს” გენერალური დირექტორის მამუკა ღლონტის ინფორმაციით, áƒ¡áƒ¢áƒ£áƒ“ია ასაჩივრებს კომისიის მიერ 4 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც სტუდია მაესტროს უარი ეთქვა ახალი ლიცენზიის გაცემაზე, რაც შემეცნებით-გასართობ პროგრამებთან ერთად áƒ¡áƒáƒ–ოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშვების საშუალებას მისცემდა.

მამუკა ღლონტის თქმით, სარჩელი საქალაქო სასამართლოში თვენახევრის წინ იქნა შეტანილი.

სტუდია ”მაესტრო”, რომელიც თბილისში, რუსთავში, თელავსა და გორში მაუწყებლობს, მხოლოდ გასართობი და მუსიკალური პროგრამების მაუწყებლობის ლიცენზია აქვს.

თუმცა, რამდენიმე თვის წინ ”მაესტრომ” პოლიტიკასთან დაკავშირებული სამი ახალი პროექტი წამოიწყო: ”პროფესია ჟურნალისტი”- თოქ-შოუ, რომელიც მოწვეულ სტუმრებს და ხშირად პოლიტიკოსებს მასპინძლობდა; ”უკომენტაროდ”, რომელიც გადასცემდა საინფორმაციო სიუჟეტებს, ძირითადად, პირდაპირ ჩართვებს კომენტარის გარეშე; და ”გამოკითხვა”, სადაც ძირითადად მაყურებლები რეკავდნენ სტუდიაში და თავიანთ შეხედულებებს გამოთქვამდნენ.  

რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანიამ მიიღო საყვედურის წერილი კომუნიკაციების კომისიიდან, რომელშიც ეს უკანასკნელი აფრთხილებდა, რომ სტუდიას არ აქვს პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება. ამან აიძულა ”მაესტრო” შეეწყვიტა სამივე პროგრამა. შემდეგ ტელეკომპანიამ ლიცენზიისთვის კომისიას მიმართა. თუმცა კომისიამ უარი უთხრა, რადგანაც მიიჩნია, რომ ”მაესტრომ“  ადრე მინიჭებული ლიცენზიის პირობები დაარღვია, რის გამოც გაფრთხილება მიიღო.

კომუნიკაციების კომისიის უარის შემდეგ ”მაესტროს” თოქ-შოუები კლასიკური მუსიკის თანხლებით გადიოდა ეთერში და áƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜ შინაარსი მოგვიანებით გაზეთ ”რეზონანსში” იბეჭდებოდა. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ”მაესტრომ” ასევე მიმართა პროტესტის ახალ ფორმას და უშვებდა მხოლოდ მომღერალ ”უცნობის” ერთ კლიპს, სადაც დღევანდელი ხელისუფლებაა გაშარჟებული.

Civil.Ge © 2001-2024