რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აფხაზეთის რკინიგზის რეაბილიტაციას ახორციელებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 May.'08 / 13:23

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 31 მაისს, რომ გაგზავნა თავისი შეუიარაღებელი სარკინიგზო ძალები აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონის რკინიგზის და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით.

”რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების თანახმად, აფხაზეთის რესპუბლიკისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის თაობაზე და რესპუბლიკის ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე, განხორციელდა მცდელობები საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიზნით. სამუშაოებში იღებენ მონაწილეობას რუსეთის ფედერაციის სარკინიგზო ძალების შენაერთები და სპეციალური მოწყობილობა,” - განაცხადა რუსეთის თავდაცვის უწყებამ პრეს-რელიზში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სარკინიგზო ძალები არის შენაერთი, რომლის ფუნქციებშიც შედის სარკინიგზო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვა და რეკონსტრუქცია. 

 

Civil.Ge © 2001-2024