ომის რისკი იზრდება - კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის მოხსენება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Jun.'08 / 18:44

საქართველოს áƒ’ადაწყვეტილი აქვს თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ”ქორები” თბილისში სერიოზულად განიხილავენ სამხედრო ვარიანტს, ნათქვამია ბრიუსელში მდებარე კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის (International Crisis Group (ICG) მიერ 5 ივნისს გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

თუმცა, მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჯერჯერობით იმარჯვებენ ზომიერი პოზიციის მქონენი პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში.

დეტალური მოხსენება - ”საქართველო და რუსეთი: დაპირისპირება აფხაზეთის გამო” - ეყრდნობა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დიპლომატებთან ინტერვიუებს.

”თბილისი კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას მოითხოვს, მაგრამ გავლენიანი ქორები ხელისუფლებაში, განსაკუთრებით ზოგიერთ სახელისუფლებლო ორგანოში და ასევე რამდენიმე გავლენიანი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან უფრო მტკიცე ქმედებებს მოითხოვენ,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”ჯერჯერობით, იმარჯვებენ ზომიერი პოზიციის მხარდამჭერები, რომლებიც მოითხოვენ სიფრთხილეს უცხოური პირდაპირი ინვესტიციების დაცვისა და ეკონომიკური განვითარების მიზნით”.

მოხსენება იტყობინება გავლენიანი კონტაქტების მქონე უცნობ წყაროზე დაყრდნობით, რომ პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე ეროვნული უშიშროების საბჭოს ერთ-ერთ სხდომაზე, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებს მიეძღვნა, ძალის გამოყენების წინააღმდეგ გამოვიდა. 

მოხსენების თანახმად, ისინი, ვინც უფრო სამხედრო ოპერაციისკენ იხრებიან, მიიჩნევენ რომ ეს უნდა განხორციელდეს ან რუსეთის პროვოკაციის, ან ”დადგმული ინციდენტის” საპასუხოდ. მათი აზრით ამას უნდა მოჰყვეს სწრაფი ოპერაცია აფხაზეთში რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დასაკავებლად, რათა შემდეგ მოხდეს აფხაზეთის გაყოფა იმ დრომდე, სანამ აფხაზეთის მთელი ტერიტორიის დაბრუნება გახდება შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა გააფრთხილეს თბილისი სამხედრო მოგვარების წინააღმდეგ, მოხსენებაში ნათქვამია, რომ ”თბილისში არსებობს ძლიერი შეგრძნება იმისა, რომ რაღაც უნდა გაკეთდეს არსებული სტატუს ქვოს შესაცვლელად, რომლის დროსაც რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის”.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ”დიპლომატიური პასუხი გასცა” რუსეთის ქმედებების შემდეგ დაძაბულობის ზრდას, რამდენიმე წყარომ, მათ შორის მაღალი რანგის დიპლომატებმა,  დაადასტურეს, რომ სენაკის სამხედრო ბაზა საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.

”ზემო კოდორის ხეობაში განლაგებულმა ორმა საშუალო დონის ქართველმა მეთაურმა განუცხადა კრიზისების ჯგუფს, რომ დამატებითი სამხედრო მზადებების საჭიროება იქ [ხეობაში] არ არსებობს. მათი თქმით, ყველა საჭირო სამხედრო ტექნიკა, თავდასხმითი და თავდაცვითი შეიარაღება, უკვე ადგილზეა და ეს ტერიტორია მომზადდა მძიმე ტექნიკის გადაადგილებისთვის 2007 წლის ზაფხულში, როდესაც თბილისი ხეობის განვითარების მიზნით იქ გზები დააგო და ხიდები ააშენა,” - ნათქვამია მოხსენებაში, ”მაღალი რანგის დიპლომატმა დაადასტურა, რომ ხეობის ინფრასტრუქტურა განვითარდა, მათ შორის მისი კომუნიკაციებიც, რომელიც გაცილებით სცილდება ხეობის რამდენიმე ასეული მოსახლის საჭიროებებს. დამატებითმა წყაროებმა ასევე მიუთითეს, რომ კოდორში გაიგზავნა იარაღი და სხვა სამხედრო ინვენტარი”.

მიუხედავად იმისა, რომ თბილისი აფხაზეთთან მიმართებაში სამშვიდობო ინიციატივით გამოდის, ნათქვამია მოხსენებაში, საქართველომ ახლა აფხაზური მხარე უნდა დაარწმუნოს, რომ ეს ინიციატივები არ გულისხმობს მხოლოდ ”დასავლელი პარტნიორების დაკმაყოფილებას”.

”ამისათვის საჭიროა აგრესიული რიტორიკის დაუყონებლივ შეწყვეტა,” - áƒáƒªáƒ®áƒáƒ“ებს ICG და დასძენს, რომ თბილისის განცხადებებში ბოლო დროს ”ძალიან ბევრი შერეული გზავნილი იყო”.

მოხსენების თანახმად, აფხაზური მხარე შიშობს, რომ ის ყველაზე მეტად წააგებს რუსულ-ქართულ დავაში. 

”რუსეთი მათი [აფხაზეთის] ერთადერთი მხარდამჭერი იყო... მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი ოდესმე ოფიციალურად ცნობს მათ დამოუკიდებლობას. ამის სანაცვლოდ აფხაზებს იყენებენ იმ მიზნებისთვის, რომელთაც ცოტა რამ აქვთ საერთო მათ áƒ˜áƒœáƒ¢áƒ”რესებთან და მათ საფრთხე ემუქრებათ, რომ შთანთქმული იქნებიან როგორც უმცირესობა გიგანტურ რუსეთის ფედერაციაში,” - ნათქვამია მოხსენებაში.

მოხსენება ასევე მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს დაარწმუნონ რუსეთი გამოიყვანოს ის ძალები და აღჭურვილობა აფხაზეთიდან, რომელიც არ შეესაბამება მათ სამშვიდობო მანდატს.

”აშშ-მ და ევროკავშირმა ცალსახად უნდა აღიარონ ის უარყოფითი ზეგავლენა, რაც შესაძლოა აფხაზეთის კონფლიქტმა მოახდინოს 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე,” - ნათქვამია მოხსენებაში.

 

Civil.Ge © 2001-2024