ოპოზიციას იუსტიციის საბჭოში ერთი ადგილი ექნება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 Jun.'08 / 14:19

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის წევრთაგან ასარჩევი სამი წევრიდან ერთი აუცილებლად უნდა იყოს უმრავლესობის გარეთ არსებულ დეპუტატებისგან შერჩეული, ნათქვამია საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ცვლილებებში, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

იუსტიციის საბჭოში ოპოზიციის გარანტირებული წარმომადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება მმართველ პარტიასა და ქრისტიან-დემოკრატ დეპუტატებს შორის მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

15-წევრიან იუსტიციის საბჭოში სულ პარლამენტის ოთხი წევრი შედის, საიდანაც ერთი  - პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  - ავტომატურად ხდება ამ ორგანოს წევრი, დანარჩენი კი აირჩევა.  იუსტიციის საბჭო საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, რომლის ძირითადი ფუნქციაა  სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება, მოსამართლეთა თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურების შერჩევა, მოსამართლეთა თანამდებობიდან განთავისუფლება და ა.შ.

”ამ სტრუქტურაში ოპოზიციონერი დეპუტატის შეყვანა ნიშნავს კონტროლის საშუალებას ოპოზიციის მხრიდან, თუ რა პროცესებს აქვს ადგილი სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით,”- განაცხადა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ áƒžáƒáƒ•áƒšáƒ” კუბლაშვილმა.

იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეობს პავლე კუბლაშვილის ძმა, კოტე კუბლაშვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს პირველი პირია.

 

 

Civil.Ge © 2001-2024