თავდაცვის სამინისტრო - 4 რუსულმა თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Jul.'08 / 15:28

8 ივლისს საღამოს საქართველოს საჰაერო სივრცე, სამხრეთ ოსეთის თავზე ოთხმა თვითმფრინავმა დაარღვია, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან შემოფრინდნენ, განაცხადა დღეს áƒ¡áƒáƒ¥áƒáƒ áƒ—ველოს თავდაცვის სამინისტრომ.

ორი თვითმფრინავი საქართველოს საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20:11 საათზე შემოფრინდა როკის გვირაბის თავზე, ხოლო მოგვიანებით მათ კიდევ ორი თვითმფრინავი მოყვა, განაცხადა საქართველოს საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილემ ზურაბ ფოჩხუამ.

მისი თქმით, ქართულ მხარეს გააჩნია სარადარო მონაცემები, სადაც ჩანს, თუ როგორ შემოფრინდა თვითმფრინავები საქართველოს საჰაერო სივრცის სიღრმეში ცხინვალის ჩრდილოეთით. მან ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავებმა დაახლოებით 40 წუთში დატოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე და უკანვე, რუსეთის ფედერაციაში დაბრუნდნენ.

 

Civil.Ge © 2001-2025