საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ოთარ კობერიძე აირჩიეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jul.'08 / 13:50

პარლამენტმა დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად მსახიობი, ოთარ კობერიძე აირჩია.

მასთან ერთად კიდევ ორი კანდიდატურა იყო წარდგენილი, თუმცა დეპუტატებმა არჩევანი ოთარ კობერიძის სასარგებლოდ გააკეთეს, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს პრეზიდენტ სააკაშვილს მისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

9-წევრიან სამეურვეო საბჭოში ერთი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი თანამდებობიდან გადადგა გააკრიტიკა რა არხის ხელმძღვანელობა არაობიექტური გაშუქების გამო და მოუწოდა სამეურვეო საბჭოს დანარჩენ წევრებს არ დარჩენილიყვნენ პოლიტიკური კონიუტქურის ”მძევლებად”.

დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად სამეურვეო საბჭოში ოპოზიციის სამი და უმრავლესობის შერჩეული ექვსი წევრია.

Civil.Ge © 2001-2024