რუსული სამხედრო წვრთნები კონფლიქტურ ზონებში მშვიდობის განმტკიცებას ემსახურება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Jul.'08 / 17:38

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიურმა სამხედრო ოლქმა 15 ივლისს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ”კავკაზ-2008” დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს 8,000 სამხედრო შეიარაღებული ძალებიდან, შინაგანი ჯარებიდან და ასევე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მესაზღვრეები, იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

”წვრთნების მთავარი მიზანია სამხედრო ადმინისტრაციების áƒ”რთობლივი პასუხის შეფასება რუსეთის სამხრეთით არსებული ტერორისტული საფრთხის ფონზე,” - იტყობინებიან ”ინტერფაქსი” და ”იტარ-ტასი” რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის თანაშემწის იგორ კონაშენკოვის სიტყვებზე დაყრდნობით. ”ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტურ ზონებში დაძაბულობის ესკალაციასთან დაკავშირებით, წვრთნების დროს ასევე იქნება შემუშავებული შეიარაღებული კონფლიქტების ზონებში მშვიდობის განმტკიცების ოპერაციებში ჩართვასთან დაკავშირებული საკითხები”.

ამავდროულად, დაახლოებით 2,000-მა სამხედრომ, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატებიდან და საქართველოდან, 15 ივლისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო წვრთნები ”Immediate Response - 2008” დაიწყო.

წვრთნებში ასევე იღებენ მონაწილეობას სამხედროები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან.

აშშ-ს ბრიგადის გენერალმა უილიამ გარეტმა ვაზიანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ წვრნების მთავარი მიზანია áƒáƒ¨áƒ¨-ს და ქართულ ძალებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.

აშშ-ს ევროპული სარდლობის მიერ წვრთნების ჩატარების გეგმები პირველად 2008 წლის იანვარში გახდა ცნობილი.

Civil.Ge © 2001-2024