შსს: ცხინვალის რეგიონში აფეთქების შედეგად ხუთი პოლიციელი დაშავდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Aug.'08 / 14:40

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს ხუთი ქართველი პოლიციელი დაშავდა, ერთი მათგანი მძიმედ, მას შემდეგ, რაც მათი მანქანა დისტანციური მართვით ამოქმედებულ ორ ფუგასურ ყუმბარაზე აფეთქდა, áƒ˜áƒ¢áƒ§áƒáƒ‘ინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად ექვსი პოლიციელი დაშავდა. ამავდროულად, კონფლიქტის ზონაში განლაგებულმა რუსული áƒ¡áƒáƒ›áƒ¨áƒ•áƒ˜áƒ“ობო ძალების სარდლობამ განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ორი ქართველი პოლიციელი დაშავდა.   

ინციდენტი დილის 8 საათზე ქართული მხარის მიერ კონტროლირებად შემოვლით გზაზე მოხდა, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს დანარჩენ საქართველოს უკავშირებს.

    

Civil.Ge © 2001-2024