აშშ როკის გვირაბის ქართულ-რუსული მონიტორინგისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Aug.'08 / 12:29

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ იარაღის უკანონო გადატანის აღსაკვეთად როკის გვირაბის ერთობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგია საჭირო.

მან ასევე მოუწოდა მხარეებს ”დაუყონებლივ შეწყდეს ძალადობა” სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და განახლდეს პირდაპირი დიალოგი.

ექვსი ადამიანი დაიღუპა და სულ ცოტა ოცდაორი დაშავდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 1 აგვისტოს ღამით და 2 აგვისტოს გამთენიისას მომხდარი ბოლო თვეების მანძილზე ყველაზე ინტენსიური სროლების შედეგად.

”[ჩვენ] გვესმის, რომ ეუთო იძიებს ამ ინციდენტებს და ველით მათ მოხსენებას,” განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციაურმა წარმომადგენელმა გონსალო გალეგოსმა 4 აგვისტოს.

”ეს ინციდენტები ხაზს უსვამს სამხრეთ ოსეთში ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის დაუყონებლივ გაზრდის საჭიროებას, ასევე როკის გვირაბზე ერობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგის განხორციელებას, რათა აღიკვეთოს უკანონო იარაღის, საბრძოლო მასალების და შეირაღებული ჯგუფების გადაადგილება áƒ áƒ”გიონში,” - დასძინა მან. 

 

Civil.Ge © 2001-2024