ცხინვალის რეგიონში სროლების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'08 / 10:58

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, კონფლიქტის ზონაში áƒ¨áƒ£áƒáƒ¦áƒáƒ›áƒ˜áƒ¡áƒáƒ¡ და გამთენიისას მომხდარი ინტენსიური სროლების შედეგად თვრამეტი ადამიანი დაშავდა ოსური მხრიდან. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 აგვისტოს საღამოდან ოსმა სეპარატისტებმა განახორციელეს სოფელ ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის  და ნულის დაბობმვა.  ამავე ინფორმაციის თანახმად, დაჭრილია ორი ქართველი  სამშვიდობო.

ამავდროულად, სამხრეთ ოსური მხარის ინფორმაციით, 18 áƒáƒ“ამიანი, მათ შორის 88 წლის მამაკაცი და ოთხი ქალი, დაიჭრა მას შემდეგ ოსურ სოფლებს ხეთაგუროვს, დმენისს, სარაბუკს, უბიათს და ცხინვალის შემოგარენს ”მასიური ცეცხლი” გაუხსნეს. თავდაპირველად, სამხრეთ ოსურმა მხარემ 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ ექვსი ადამიანი დაშავდა სროლების შედეგად.

სამხრეთ ოსურმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ სროლები კონფლიქტის ზონაში 7 აგვისტოს დილის 10 საათზე განახლდა. მისი თქმით, ცეცხლი გაუხსნეს ზნაურის რაიონის ოსურ სოფელ უბიათს.   

Civil.Ge © 2001-2024