რუსეთი გმობს თბილისის ”სამხედრო მზადებებს”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'08 / 11:24

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს განაცხადა, რომ შეშფოთებულია საქართველოს ქმედებებით სამხრეთ ოსეთში და ისინი ”სამხედრო მზადებად” შეაფასა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 6 აგვისტოს ტელეფონით სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს ესაუბრა. ”[მათ] ერთნაირი შეფასებები მისცეს კონფლიქტის ზონაში არსებულ დაძაბულ სიტუაციას,” - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ. 

Civil.Ge © 2001-2024