ცხინვალის რეგიონში მომხდარი სროლების შედეგად 10 ქართველი დაიღუპა - წყარო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'08 / 21:38

სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 7 აგვისტოს მომხდარი ინტენსიური სროლების შედეგად დაახლოებით 10 ადამიანი, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირი, დაიღუპა, განუცხადა Civil.Ge-ს საქართველოს ხელისუფლების უცნობმა წყარომ. 

წყარომ, რომელიც ანუნიმურობის დაცვის პირობით საუბრობდა, განაცხადა, რომ დაჭრილთა რაოდენობა ”ბევრად მეტია”. თუმცა, მისივე თქმით, ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

Civil.Ge © 2001-2025