ქართული და ოსური მხარეების შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება - პოპოვი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'08 / 21:58

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი და სამხრეთ ოსური მხარის თანათავმჯდომარე შერეულ საკონტროლო კომისიაში ბორის ჩოჩიევი 8 აგვისტოს საგანგებო შეხვედრას გამართავენ, განაცხადა რუსული მხარის თანათავმჯდომარემ შსკ-ში იური პოპოვმა.

”ჩვენ შევძელით მიგვეღწია შეთანხმებისთვის, რომ ხვალ 13:00 საათზე გაიმართოს შეხვედრა რუსეთის შუამავლობით,” - იტყობინება ”ინტერფაქსი” პოპოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცხინვალში ბორის ჩოჩიევს და შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს შეხვდა.

პოპოვმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა არ გაიმართება შსკ-ს ფარგლებში, თუმცა დასძინა, რომ ”შსკ მოლაპარაკებების ერთადერთ ფორმატად რჩება”.

იური პოპოვის თქმით, მხარეები კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და შეეცდებიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას.  

 

Civil.Ge © 2001-2024