ქართული პოზიციებს სერიოზულად უტევენ, - აცხადებს შსს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 Aug.'08 / 23:49

სერიოზული სროლები მიმდინარეობს ქალაქ ცხინვალის მახლობლად მდებარე ქართული პოზიციების მიმართულებით, - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

”ქართული სოფელი თამარაშენი, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარეობს ასევე დაიცხრილა სამხრეთ ოსეთის ფორმირებების მხრიდან” - განუცხადა Civil.Ge-ს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.

”მას შემდეგ, რაც ჩვენ გამოვაცხადეთ სროლების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, რეგიონში სიტუაცია ხანმოკლე პერიოდში ჩაწყნარდა, მაგარმ შემდეგ სოფელ ფრისზე განხორციელდა თავდასხმა, მოგვიანებით ცეცხლი გახსნეს თამარაშენის მიმართულებით”, - განაცხადა უტიაშვილმა.

”არა მარტო თამარაშენი, არამედ ყველა ქართული პოზიცია ამ დროისთვის არის სროლების  ქვეშ”, - დასძინა მან.

Civil.Ge © 2001-2024