საომარი მოქმედებები ცხინვალის მისადგომებთან მიმდინარეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 Aug.'08 / 01:36

სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით 8 აგვიტსოს, დაახლოებით დილის 01:00 სათისთვის მისი ფორმირებები პირდაპირ შეტაკებაში გადავიდნენ ქართულ სამხედროებთან ცხინვალის მისადგომებთან.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ბეჭვდისა და ინფორმაციის კომიტეტის განცხადებით, ქართულმა ძალებმა ”დაიწყეს ცხინვალის შტურმი”.

სამშვიდობო ძალების მეთაურმა მამუკა ყურაშვილმა 7 აგვიტოს ღამით განაცხადა, რომ საქართველომ გადაწყვიტა ”კონსტიტუციური წესრიგი დაამყაროს მთელ რეგიონში”, მას შემდეგ რაც სეპარატისულმა ძალებამ განაახლეს ქართული პოზიციების მიმართულებით სროლები.

Civil.Ge © 2001-2025