გავრცელებული ინფორმაციით, გორის დაბომბვის შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Aug.'08 / 14:13

გავრცელებული ინფორმაციით, ათობით სამოქალაქო პირი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა დღეს დილით გორი დაბომბეს.

ტელეკომპანიებმა უჩვენეს ვიდეოცანაწერი, სადაც ჩანს გორში დაბომბვის შედეგად დანგრეული სახლები.

რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ასევე დაბომბეს კოპიტნარის სამხედრო აეროდრომი.
 
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ ქართულმა საჰაერო თავდაცვამ ათამდე რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო ორი დღის მანძილზე. თუმცა, მისი თქმით, თვითმფრინავების ნამსხვრევები ჯერ არ უპოვნიათ. მან ეს იმით ახნას, რომ ის ტერიტორია რთული მისადგომია.

 

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024