რუსეთმა ორი გამანადგურებლის დაკარგვის ფაქტი აღიარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 Aug.'08 / 14:33

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის თავზე მისი ორი სამხედრო თვითმფრინავი - Su-25 და Tu-22 იქნა ჩამოგდებული, იტყობინება რუსული მედია.

პილოტების ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია, განაცხადა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის წარმომადგენელმა. 

თბილისის განცხადებით, 9 აგვისტოს ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავი იქნა ჩამოგდებული, რის შედეგადაც ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავების რაოდენობა 10-მდე გაიზარდა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ალექსანდრე ლომაიამ განაცხადა, რომ ”ერთი პილოტის გვამია აღმოჩენილი”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე საუბრისას განაცხადა, რომ კიდევ ერთი დაჭერილია.

”ეს პირველი შემთხვევაა მრავალი წლის მანძილზე, როდესაც რუსებმა აღიარეს, რომ გვბომბავენ,” - განაცხადა სააკაშვილმა.

ლომაიამ განაცხადა, რომ ქართულმა ძალებმა უკვე გაანადგურეს ათი რუსული ჯავშანმანქანა და ტანკი.

Civil.Ge © 2001-2024