ზუგდიდში რუსები პატრულირებენ - შსს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Aug.'08 / 18:37

ზუგდიდის რაიონში 12-კილომეტრიან უსაფრთხოების ზონაში შევიდა რუსული სამშვიდობო ჯარი და მათი დახმარებით აფხაზებმა დაიკავეს სოფელი ხურჩა, ამის შესახებ დღეს განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

”ამ წუთას იქ იმყოფებიან შერეული რუსულ-აფხაზური ნაწილები”, - განაცხადა უტიაშვილმა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ქართველმა პოლიციელებმა რუსი სამშვიდობო ძალების სარდლის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს, იარაღის  ჩაბარებაზე მათ დაიკავეს ზუგდიდში განლაგებული პოლიციის შენობების უმეტესი ნაწილი.

”ამ წუთში ზუგდიდში იმყოფებიან რუსი სამშვიდობოები ან რა სამშვიდობოებზე შეიძლება ლაპარაკი მას შემდეგ, რაც მათ გააკეთეს აფხაზეთში ამ ბოლო დღეების განმავლობაში, ისევე რეგულარული არმიის ნაწილები”, - განაცხადა უტიაშვილმა.

დღეს დილით რუსმა სამშვიდობოების სარდალმა ზუგდიდელი პოლიციელებისგან იარაღის ჩაბარება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.

Civil.Ge © 2001-2024