რუსეთის თქმით, სენაკის აღება მშვიდობის დამყარების ოპერაციის ნაწილია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Aug.'08 / 19:53

რუსეთის განცხადებით, მან თავისი ძალები სენაკში სამხრეთ ოსეთში ”მშვიდობის იძულებით დამყარების” ოპერაციის ფარგლებში შეიყვანა.  

სენაკი თბილისის დასავლეთით, 210 კილომეტრში მდებარეობს, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან. ქალაქი  ცხინვალიდან 100 კილომეტრში მდებარეობს - კონფლიქტის ზონიდან საკმაოდ მოშორებით. საქართველოს მთავარი სამხედრო ბაზა სწორედ სენაკშია განთავსებული.

”ამ ნაბიჯის მიზანია სამხრეთ ოსეთში ქართული შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის აღკვეთა და საქართველოსთვის ხელისშეშლა თავისი ძალების გადაჯგუფება მოახდინოს, ასევე აღკვეთოს დამატებითი შეიარაღებული ფორმირებების და რეზერვისტების მობილიზაცია, რასაც áƒ›áƒ˜áƒ®áƒ”ილ სააკაშვილი ახორციელებს áƒ¡áƒáƒ›áƒ®áƒ”დრო ქმედებების გაგრძელებისთვის,” - იტყობინება ”ინტერფაქსი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით.    

 

Civil.Ge © 2001-2024