გორი კვლავ დაიბომბა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'08 / 11:55

დღეს დილით გორში რუსულმა ბომბდამშენმა ქალაქის სატელევიზიო ანძა ააფეთქა და იმავდროულად, სავარაუდოდ, მძიმე არტილერიიდან გაიხსნა ცეცხლი გორის შემოგარენში, განაცხადა ”რუსთავი 2”-ის კორესპონდენტმა სატელეფონო ჩართვაში გორიდან.

გორის დაბომბვის ფაქტი შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა დაუდასტურა
Civil.ge-ს. თუმცა შემთხვევის შესახებ უფრო დეტალურად არ უსაუბრია და ასევე უცნობია დაშავდა თუ არა ვინმე დაბომბვის შედეგად.

Civil.Ge © 2001-2024