ლავროვი: სააკაშვილი უნდა გადადგეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'08 / 12:27

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის სურს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი გადადგეს თანამდებობიდან.

”სააკაშვილი უნდა გადადგეს... რუსეთს არ სურს მასთან საუბარი,”- განაცხადა ლავროვმა, ”ჩვენ უკვე აღარ ვენდობით საქართველოს ხელმძღვანელობას”.

ამით ლავროვმა დაადასტურა, რომ მართლაც განუცხადა ამერიკელს კოლეგას კონდოლიზა რაისს რუსეთის მოთხოვნა საქართველოს პრეზიდენტის შეცვლის თაობაზე. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აშშ-ში გაეროს ელჩმა ზალმაი ხალილზადმა გაახმოვანა პირველად ეს ინფორმაცია, თუმცა მაშინ მის შეკითხვას არის თუ არა რუსეთის აგრესიული ქმედებების მიზანი საქართველოში რეჟიმის შეცვლა, მისმა რუსმა კოლეგამ ვიტალი ჩურკინმა პირდაპირი პასუხი არ გასცა.

Civil.Ge © 2001-2024