მედვედევმა საქართველოში ოპერაციის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'08 / 13:09

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს საქართველოში წარმოებული სამხედრო ოპერაცია, იუწყება ”ინტერფაქსი”.

ამის შესახებ მედვედევმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ანატოლი ზაიცევთან და გენშტაბის უფროსთან ნიკოლაი მაკაროვთან შეხვედრისას.

”თქვენი ანგარიშის საფუძველზე მე მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების მშვიდობისკენ იძულების ოპერაციის დასრულების შესახებ,”- განაცხადა მან.

Civil.Ge © 2001-2024