პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'08 / 16:17

ათიათასობით თბილისელი შეიკირიბა დღეს პარლამენტის წინ იმისათვის, რომ, როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ”გამოხატონ ერთობა” რუსეთის აგრესიის ფონზე.

მოსახლეობას უკვე მიმართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დაპირდნენ მათ, რომ არ დათმობდნენ თავიანთ თავისუფლებას რუსეთის ”ბარბაროსული ქმედებების” მიუხედავად.

”ჩვენ არასდროს არ დავნებდებით და ამას ათასჯერ და ათასჯერ გავუმეორებთ მტერს,” - მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ მოსახლეობას.

 

Civil.Ge © 2001-2024