საქართველო ტოვებს დსთ-ს - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'08 / 16:38

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ), ხოლო áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ეთსა და სამხრეთ ოსეთში განლაგებული რუსული ძალები ”საოკუპაციო ძალებად” გამოაცხადოს. 

”ვემშვიდობებით საბჭოთა კავშირს. საბჭოთა კავშირი აქ არასდროს არ დაბრუნდება,”- განაცხადა áƒ›áƒ˜áƒ®áƒ”ილ სააკაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გამოსვლისას, ”მოვუწოდებთ უკრაინას და სხვა წევრებს ასევენ დატოვონ დსთ, რომელსაც რუსეთი მართავს”. 

”ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ უარი ვთქვათ áƒ áƒ£áƒ¡áƒ£áƒš სამშვიდობო მანდატზე და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოვაცხადოთ,” - დასძინა მან.    

Civil.Ge © 2001-2024