სააკაშვილი ოქრუაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 Aug.'08 / 23:11

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი მადლიერია ირაკლი ოქრუაშვილისა - რომელსაც მან ოდესღაც მისი ”უდიდესი შეცდომა” უწოდა - მხარდაჭერის გამოხატავის გამო რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე.

”მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ოქრუაშვილს, რომელმაც დამირეკა გასულ ღამეს და თითქმის ტიროდა და ამბობდა, რომ რეზერვისტად წავიდოდა იქ,” - განუცხადა მან ათიათასობით ადამიანის, რომლებიც 12 აგვისტოს პარლამენტის წინ შეიკრიბნენ.

ფართომასშტაბიანი აქცია ხელისუფლებამ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ერთიანობის დემონსტრირების მიზნით მოაწყო.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ერთ დროს სააკაშვილის უახლოესი მოკავშირე იყო, სააკაშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ გასულ წელს გადაიქცა. მას საფრანგეთმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა მას შემდეგ, რაც მარტში áƒ—ბილისის საქალაქო სასამართლომ იგი ”ფართომასშტაბიან გამოძალვაში” სცნო დამნაშავედ და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქციაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ოპოზიციურ პარტიებს, კერძოდ კი ლევან გაჩეჩილაძეს მხარდაჭერისთვის.

”მინდა მადლობა გადავუხადო ლევანს იმის გამო, რომ მან თქვა, რომ რუსეთი ვერასოდეს გადაწყვეტს, ვინ უნდა გახდეს საქართველოს პრეზიდენტი. გმადლობთ ამ განცხადებისთვის,” - განაცხადა სააკაშვილმა.

 

Civil.Ge © 2001-2024