სააკაშვილი ექვსპუნქტიან გეგმაზე მერყეობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Aug.'08 / 16:01

•áƒ áƒáƒ˜áƒ¡áƒ˜ თბილისში კრიზისის მოგვარების საკითხს განიხილავს;
•áƒ›áƒ”რკელი თბილისში გამომგზავრებამდე მედვედევს ხვდება.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი უფრო ახლოს გაეცნობა აშშ-ს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი გეგმის ხელმოწერამდე. გეგმა ევროკავშირის და მისი საფრანგეთის თავმჯდომარეობის ხელშეწყობით მომზადდა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი 15 აგვისტოს თბილისში ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც საფრანგეთში პრეზიდენტ სარკოზის შეხვდა.

ცოტა ხნის წინ CNN-ის პირდაპირ ეთერში ლარი კინგის თოქ შოუს საქართველოს პრეზიდენტი ჩაერთო, სადაც წამყვანმა დასვა შეკითხვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი თბილისში პარიზიდან ჩამოიტანს კრიზისის მოწესრიგების გეგმას და მოაწერს თუ არა ხელს მიხეილ სააკაშვილი ამ შეთანხმებას.

”ჩვენ უნდა ვნახოთ მან [კონდოლიზა რაისმა] რა ჩამოიტანა. ჩვენ ისევ მოლაპარაკებათა პროცესში ვართ,”- განაცხადა მან, ”მაგრამ ერთი რამ მკაფიოდ უნდა ითქვას, თუ რუსები ცდილობენ თავიანთი შემოჭრის გამართლებას და მათი საქართველოში ყოფნის დაკანონებას, ნამდვილი საერთაშორისო სამშვიდობოების და  საერთაშორისო გამჭირვალობის გარეშე, ეს ხალხი მეტ პრობლემებს შეგვიქმნის ჩვენ და დანარჩენ ევროპასაც”.
  
საქართველო უკმაყოფილო ჩანს იმ დათმობების გამო, რომელზე წასვლაც მოუწევს შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში. თბილისის შეშფოთების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს ის დებულება, რომელიც ეხება სამხრეთ ოსეთში რუსული ძალების დარჩენას სამშვიდობოების სტატუსით.

კონფლიქტამდე არსებული სტატუს ქვო - ანუ, როგორც მას ახლა ეძახიან, 6 აგვისტოს სტატუს ქვო - გულისხმობს შერეული სამშვიდობო ძალების ყოფნას სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში. შერეულ სამშვიდობო ძალები რუსული, ჩრდილოეთ ოსური და ქართული ძალებისგან შედგება.

რუსეთი სტატუს ქვოს აღდგენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ამ თვალსაზრისით ექვსპუნქტიან გეგმაში წერია: ”საერთაშორისო მექანიზმის მოლოდინში, რუსული სამშვიდობო ძალები [და არა შერეული სამშვიდობო ძალები] უსაფრთხოების დამატებით ზომებს განახორციელებენ”.

მიუხედევად იმისა, რომ áƒ”ს ტოვებს სივრცეს უსაფრთხოების ზომების ინტერნაციონალიზაციისთვის, გეგმა ამასთან დაკავშირებით რაიმე მყარ გარანტიებს არ იძლევა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს 13 აგვისტოს ბრიუსელში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს იკისროს ვალდებულება კონფლიქტის ზონაში, ხოლო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა განაცხადა, რომ ბევრი წევრი სახელმწიფო მზადაა დამკვირვებლები გააგზავნოს ადგილზე ცეცხლის შეწყვეტის გაკონტროლების მიზნით, თუმცა იმ პირობით, თუ ამას გაერო დათანხმდება - ეს წინაპირობა კი რუსეთს ამგვარის გადაწყვეტილების დაბლოკვის საშუალებას აძლევს უშიშროების საბჭოში áƒ•áƒ”ტოს უფლების გამოყენებით.

საქართველო ასევე შიშობს, რომ ტექსტში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის áƒ“ებულების არ არსებობამ შესაძლოა გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები მოიტანოს. ის, რისი მიღწევაც თბილისმა ამ ეტაპზე მოახერხა, არის იმ დებულების ამოღება, რომელიც ორი თვითგამოცხადებული რეგიონის სტატუსის განსაზღვრისკენ მოუწოდებს.  თბილისმა áƒ¡áƒ˜áƒ¢áƒ§áƒ•áƒ ”სტატუსის” არსებობა გეგმის პირველად ტექსტში áƒ¡áƒ®áƒ•áƒáƒ“ასხვა ინტერპრეტაციის წყაროდ, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენების შესაძლებლობად მიიჩნია.

ამჟამად, გეგმის ტექსტი ასეთია: ”საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  პირობების შესახებ.”

Civil.Ge © 2001-2024