სააკაშვილი დემოკრატიული რეფორმების ახალი ინიციატივებით გამოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Sep.'08 / 17:25

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში 16 სექტემბერს დაგეგმილ გამოსვლაში იგი აპირებს ”დემოკრატიული ცვლილებების და რეფორმების კიდევ ერთი ახალი პაკეტის” განხორციელების ინიციატივით გამოვიდეს. 

მისი თქმით, ახალი ინიციატივა áƒ”ხება სასამართლო სისტემას და სხვა დემოკრატიულ ინსტიტუტებს. სააკაშვილს დეტალებზე არ უსაუბრია.

მან ეს განცხადება 15 სექტემბერს თბილისში ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

თავის გამოსვლის დასაწყისშივე áƒœáƒáƒ¢áƒáƒ¡ გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა ასევე გაუსვა ხაზი საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობას.

”მიუხედავად რთული სიტუაციისა, ჩვენ ველით, რომ საქართველო მყარად იდგება დემოკრატიისა და რეფორმების გზაზე,” - განაცხადა სხეფერმა და დასძინა, რომ ეს ”არსებითია” საქართველოსთვის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

Civil.Ge © 2001-2024