სააკაშვილი უარყოფს ამერიკელ ლობისტებზე ”მილიონების” ხარჯვას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 Sep.'08 / 19:49

პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო, რომ მის ადმინისტრაციას ”ლობირების კუთხით რაიმე ურთიერთობები” აქვს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯონ მაკკეინის მრჩეველთან საგარეო პოლიტიკის საკითხებში რენდი შეუნმანთან. 

მას ეს კითხვა BBC-ის გადაცემა HARDtalk -ში მაშინ დაუსვეს, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი იმ უზარმაზარ მხარდაჭერაზე საუბრობდა, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში აქვს.

”ჩვენ უზარმაზარ მხარდაჭერას ვიღებთ აშშ-ს ადმინისტრაციისგან,” - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს მხარდაჭერა არა მხოლოდ პრეზიდენტ ბუშისა და მისი ადმინისტრაციიდან მოდის, არამედ აშშ-ს ორივე საპრეზიდენტო კანდიდატისგან.

ამის თქმისას გადაცემის წამყვანმა სტეფან საკურმა გააწყვეტინა სააკაშვილს და ჰკითხა: ”არავინ ერთი წამითაც არ უარყოფს იმას, რომ თქვენ ფანტასტიური PR-ი გაქვთ და ბევრი მხარდამჭერი გყავთ ვაშინგტონში; ზოგი ამბობს, ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ თქვენ მილიონობით დოლარს ხარჯავთ ლობისტურ წრეებში áƒ“ა PR-ზე ვაშინგტონში, მათ შორის áƒ¡áƒáƒ’არეო პოლიტიკის საკითხებში ბატონი მაკკეინის მრჩეველიც არის [რენდი შეუნმანი]; მისმა ორგანიზაციამ [Orion Strategies] უამრავი ფული მიიღო თქვენი მთავრობისგან; ამრიგად, თქვენ ნამდვილად გყავთ PR-მეგობრები, მაგრამ როდესაც საქმე ძალიან კონკრეტულ და პრაქტიკულ áƒ“ახმარებას ეხება, რა გაგიკეთეს ამერიკელებმა იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ რუსებს, რაც უნდათ ის აკეთონ თქვენს ტერიტორიაზე?”

”ახლა ისე ლაპარაკობთ, როგორც ბატონი პუტინი,” - უპასუხა სააკაშვილმა გადაცემის წამყვანს ღიმილით. ”რა მილიონობით დოლარი? რა ლობისტები? ... ჩვენ არ გვაქვს მილიონები, რომ რამეში დავხარჯოთ, განსაკუთრებით ლობირებაში”.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის პირადად იცნობს რენდი შეუნემანს და ბოლოს დაახლოებით ორი წლის წინ შეხვდა მას, როდესაც სენატორი მაკკეინი საქართველოში ჩამოვიდა.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სენატორი მაკკეინი საქართველოს დემოკრატიული რეფორმების უზარმაზარი მხარდამჭერია და ”მე ამისთვის მისი მადლიერი ვარ”.

”ჩვენ ნამდვილად არ გაგვაჩნია რაიმე ურთიერთობები ჯონ მაკკეინთან და მის გარშემო მყოფ ადამიანებთან ლობირების თვალსაზრისით,” - განაგრძო მან. ”მე ვიცნობდი რენდის მანამდეც [ვიდრე ის საქართველოში მაკკეინთან ერთად ჩამოვიდოდა], მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ არ გვაქვს რაიმე ფარული ან უხერხული ურთიერთობები რენდისთან და განსაკუთრებით კი სენატორ მაკკეინთან”.

Washington Post-ი áƒ¬áƒ”რდა 31 აგვისტოს, რომ 2004 წლიდან Orion Strategies-მა საქართველოს ხელისუფლებისგან 800 000 აშშ დოლარი მიიღო.  

Civil.Ge © 2001-2024