აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისია უცხოელ დიპლომატებს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Oct.'08 / 18:32

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი áƒ™áƒáƒ›áƒ˜áƒ¡áƒ˜áƒ˜áƒ¡ თავმჯდომარე პაატა დავითაია 13 ოქტომბერს საქართველოში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს შეხვდა.

დავითაიამ განუცხადა დიპლომატებს, რომ რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ აგვისტოში არ დაწყებულა, არამედ ის ”ბევრად ადრე”, 90-იან წლებში დაიწყო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი პირველი შეიარაღებული კონფლიქტების დროს.

მისი თქმით, საკითხავი ის არ არის, თუ ვინ დაიწყო ომი, არამედ შესწავლის საგანია შეეძლო თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ამ ომის თავიდან აცილება. ”რუსეთს არ აძლევს უფლებას, თუ საქართველოს მხრიდან იქნა დაშვებული შეცდომები, რომ მან აღიაროს ტერიტორია, რომელიც საქართველოს კუთვნილებაა, რაღაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ,” - განაცხადა დავითაიამ.  

”ვიღაცისთვის ხელის დაფარება გამოიწვევს იმას, რომ შემდგომში შეიძლება იყოს ბევრი შეცდომები დაშვებული. ამიტომ ამის ფუფუნება საქართველოს არ აქვს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ საზოგადოებაში დასმულ კითხვებს გაეცეს პასუხი,” - დასძინა მან.

მან ეს განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ განაცხადა შეხვედრაზე, რომ მხოლოდ რუსეთის აგრესიაზე საუბრის ნაცვლად, კომისიამ უმჯობესია დაბალანსებული ენა გამოიყენოს მაშინ, როდესაც საუბარი ეხება, თუ ვინ წამოიწყო ომი, რათა თავიდან იქნას აცილებული შთაბეჭდილება, რომ კომისია უსაფუძვლო დასკვნებს აკეთებს.  

კომისია, რომელიც გასულ კვირას შეიქმნა, მომავალი კვირიდან მაღალჩინოსნების დაბარებას დაიწყებს, რათა მათ ჩვენებებს მოუსმინოს. 

ოპოზიციური პარტიების უმეტესობამ, რომელთავ პარლამენტში წარმომადგენლები არ ჰყავთ, უკვე განაცხადეს, რომ ისინი არ ენდობიან კომისიის დასკვნებს. ოპოზიციის თქმით, საპარლამენტო უმცირესობაში შემავალი პარტიები ხელისუფლების სატელიტ პარტიებს წარმოადგენენ. კომისიის თამჯდომარე პაატა დავითაიაც უმცირესობის წარმომადგენელია.   

 

 

Civil.Ge © 2001-2024