კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია ”მაესტროს” ლიცენზიის მოდიფიცირებისთვის მზადაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 Oct.'08 / 14:09

სტუდია ”მაესტროს” ლიცენზიის მოდიფიცირებისთვის საჭირო ყველა სამართლებრივი პროცედურა, რაც ტელეკომპანიას პოლიტიკური გადაცემების გაშვების საშუალებას მისცეს, ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება, განაცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ გიორგი არველაძემ.

სიტყვიერ შეთანხმებას სტუდია ”მაესტრომ” და კომისიამ 13 ოქტომბერს ანტიკრიზისული საბჭოს შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

შეთანხმების თანახმად, სტუდია ”მაესტრომ” - სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში - თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უნდა გაასაჩივროს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ”მაესტროსთვის” ახალი ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. შეთანხმების თანახმად, სასამართლოში მხარეები დადებენ ”ფორმალურ გარიგებას”, სადაც კომისია დათანხმდება ”მაესტროს” ლიცენზიის მოდიფიცირებაზე. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის თქმით, ამის შემდეგ ”მაესტრო” წარადგენს ფორმალურ მოთხოვნას კომისიაში მისი ლიცენზიის მოდიფიცირების თაობაზე (ამჟამად სტუდიას გასართობი პროგრამების გაშვების ლიცენზია აქვს) და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 35 დღეში მიიღებს, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს.    

 

Civil.Ge © 2001-2024