სააკაშვილი სამთავრობო ცვლილებების გეგმებს ადასტურებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Oct.'08 / 19:06

პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა, რომ áƒ›áƒ—ავრობაში ცვლილებები იქნება, თუმცა არა ”მოულოდნელი” და ”განსაკუთრებული”.

”მთლიანობაში მთავრობის საქმიანობით კრიზისის პერიოდში მე ვარ კმაყოფილი,” - განაცხადა მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუბრისას 16 ოქტომბერს, ”რაღაც სახის განახლება და რესტრუქტურიზაცია ყოველთვის იქნება”.

თუმცა პრეზიდენტმა არ დაასახელა კონკრეტულად როდის განხორციელდება სამთავრობო ცვლილებები, რომელიც მისი თქმით, ”სტაბილურობის” და ”პოლიტიკის გაგრძელების” ნიშანია.

მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობის წარდგენას მაისში პარლამენტის არჩევის შემდეგ აპირებდა, თუმცა ეს გეგმები აგვისტოში რუსეთის აგრესიამ შეცვალა.

Civil.Ge © 2001-2024