საქართველომ რუსულ ვებგვერდებზე შეზღუდვები მთლიანად მოხსნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 Oct.'08 / 14:56

საქართველომ მთლიანად მოხსნა შეზღუდვები .ru დომენის მქონე ვებგვერდებზე.

აგვისტოს ომის დროს დაწესებული შეზღუდვები სექტემბერში ნაწილობრივ მოიხსნა, თუმცა დღემდე ზოგიერთი რუსული საინფორმაციო ვებგვერდი და რუსული სახელმწიფო უწყების ვებგვერდი კვლავ დაბლოკილი რჩებოდა.

.ru დომენის მქონე ვებ-გვერდების დაბლოკვა, რომელსაც საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა რუსეთთან საინფორმაციო ომის ნაწილი უწოდეს, საკმარისად ეფექტური ვერ გამოდგა, რადგანაც ბევრი ინტერნეტ მომხმარებელი საქართველოში proxy სერვერების საშუალებითაც ახერხებდა რუსულ ვებ-გვერდებზე შესვლას.

იმავდროულად, რუსული ტელევიზიები, რომლებზეც საინფორმაციო გადაცემები გადის, კვლავ დაბლოკილია. თუმცა, მათთვის, ვისაც სატელიტური ანტენები აქვთ, რუსული არხები ხელმისაწვდომია. აღსანიშნავია, რომ მაყურებლის უმრავლესობა უფრო საკაბელო ტელევიზიებით სარგებლობს, ვიდრე სატელიტურ ანტენებით.

 

Civil.Ge © 2001-2024