მგალობლიშვილის ბიოგრაფია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 Oct.'08 / 18:39

წყარო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

გრიგოლ მგალობლიშვილი დაიბადა 1973 წლის 7 ოქტომბერს, ქ. თბილისში. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზღვარგარეთის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყანათმცოდნეობის სპეციალობით.

2002-2003 წლებში სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომატიურ სწავლებათა ფაკულტეტზე.

1996 წლიდან მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე.

1998-2002 წლებში მივლინებულ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში I მდივნად, შემდეგ გადაყვანილ იქნა მრჩევლის თანამდებობაზე.

2002-2004 წლებში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩევლად, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ, შემდეგ ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორად.

2004 წლიდან დღემდე არის თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.
ფლობს ინგლისურ, თურქულ, რუსულ, და გერმანულ ენებს.

2005 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

2006 წლის 20 ოქტომბერს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Civil.Ge © 2001-2024