ახალმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 Nov.'08 / 18:30

მინისტრთა კაბინეტმა პრემიერ-მინისტრ გრიგოლ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით და ასევე ოთხი შეცვლილი მინისტრით პარლამენტის ნდობა 1 ნოემბრის რიგგარეშე სესიაზე მოიპოვა. 

განახლებულ მთავრობას 98 დეპუტატმა დაუჭირა მხარი,11-მა დეპუტატმა áƒ£áƒ›áƒªáƒ˜áƒ áƒ”სობიდან კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. 

ზურაბ ადეიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, იუსტიციის მინისტრი გახდა - ეს სტრუქტურა უკვე გენერალურ პროკურატურასაც მოიცავს.  მან ამ áƒžáƒáƒ¡áƒ¢áƒ–ე ნიკა გვარამია შეცვალა; გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, კულტურის მინისტრის პოსტზე  ნიკოლოზ ვაჩეიშვილი შეცვალა; დეპუტატმა კობა სუბელიანმა თამარ მარტიაშვილის ადგილი დაიკავა ლტოლვილთა და განსახლების სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. სუბელიანს პარლამენტში შესვლამდეც ეკავა ეს თანამდებობა; სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა გოგა ხაჩიძემ კი გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღვალაძე შეცვალა.

35 წლის მგალობრიშვილმა, რომელიც კარიერული დიპლომატიიდან ახლა მოვიდა პოლიტიკაში, განუცხადა დეპუტატებს, რომ ”ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე” - პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მმართველი პარტიის მთავარი ლოზუნგი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ - იქნება მისი მთავრობის მთავარი ამოცანა.

”ბევრი გაკეთდა ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ეს არ არის საკმარისი, ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენი ბევრი თანამემამულე სიღარიბეში ცხოვრობს და ბევრია გასაკეთებელი ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და უსაფრთხოების გასაზრდელად,”- განაცხადა მან სამთავრობო პროგრამის საპრეზენტაციო სიტყვაში.

მისი თქმით, მთავრობის მიზანია 50-თვიანი პროგრამის განხორციელება, რასაც წინ უნდა უძღოდეს სტაბილიზაციისა და რეკონსტრუქციის 18-თვიანი პროგრამის განხორციელება აგვისტოს ომის შედეგების აღმოსაფხვრელად.

მისი თქმით, ბოლო ორი თვის მანძილზე საქართველოს ”ორი მთავარი გამოწვევა გაუჩნდა - რუსული აგრესია და საერთაშორისო ფინანსური კრიზისი”.

”18-თვიანი გეგმის შესრულება იქნება მთავრობის ტაქტიკური ამოცანა და დააბრუნებს საქართველოს დინამიური განვითარების გზაზე, რაც საფუძველს შეუქმნის 50-თვიანი პროგრამის წარმატებულ განხორციელებას,”- განაცხადა მან.

ახალი პრემიერის განცხადებით, ”რეკონსტრუქცია, დასაქმება და ხალხზე ზრუნვა” იქნება მისი მთავრობის მთავარი მიზნები ”რადიკალური დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების” გატარების გზით.

”დემოკრატიულმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რამაც სამართლიანი შეკითხვები გააჩინა საზოგადოებაში, მათ შორის კერძო საკუთრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, მის გეგმებში შედის ”საკუთრების უფლების დაცვის მონიტორინგის სისტემის დანერგვა ”. თუმცა მან ვერ დაასახელა ამ წინადადების დეტალები და განაცხადა, რომ მზადაა კონსულტაციებისათვის, მათ შორის პარლამენტთან, მონიტორინგის სპეციფიკური მექანიზმების შემუშავებასთან áƒ“აკავშირებით.

მგალობლიშვილის განცხადებით, 2009 წლიდან პენსიის 100 აშშ დოლარის ნიშნულამდე ეტაპობრივი ზრდა იგეგმება. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არ არის მზად დაასახელოს აღნიშნული ზრდის გრაფიკი. მისი თქმით, მომავალი წლიდან ასევე იგეგმება მასწავლებელთა ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 50 ლარით.

მან ასევე ითხოვა 15-დღიანი ვადა პარლამენტისგან 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებისათვის, რომელიც უკვე წარდგენილია პარლამენტში განსახილველად, რათა ”პირადად მე შევძლო ამ ბიუჯეტის შემდგომი კორექტირება და მთავრობის áƒ›áƒ˜áƒ–ნებზე მორგება”.

პარლამენტში გამოსვლისას, მგალობლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის ”გახსნილია კონსულტაციებისათვის” საპარლამენტო ოპოზიციასთან კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების თაობაზე.

”სამი დღე არ იყო საკმარისი ახალი კაბინეტის ფორმირებისათვის, ამიტომ ჩემი რეკომენდაცია იყო პრეზიდენტისათვის, რომ მთავრობა ძირეულად არ გადახალისებულიყო. მე მზად ვარ დავიწყო პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციასთან კონსულტაციები ამ საკითხზე [კოალიციურ მთავრობაზე], რადგან სწორედ კონსოლიდაცია გვჭირდება ახლა,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, ამჟამინდელ მინისტრებს ის ”პროფესიონალებად” განიხილავს, რაც არარადიკალური ცვლილებების კიდევ ერთი მიზეზია.

საპარლამენტო უმცირესობისა და პარტია ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ უმცირესობა მხარს არ უჭერს áƒ›áƒ—ავრობას, რადგან მასში რეალური ცვლილებები არ განხორციელებულა.

მისი თქმით, არავის აუხსნია რატომ გაუშვეს ყოფილი პრემიერი ლადო გურგენიძე თანამდებობიდან, როცა იმავდროულად, ”ჩვენ ვისმენდით [მმართველი პარტიისგან], რომ მთავრობა ძალიან კარგად მუშაობდა”.

”ქრისტიან-დემოკრატიული პარტია თვლის, რომ მთავრობამ იმუშავა ცუდად აგვისტოს მოვლენების დროს, ცუდად იმუშავეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, გაერთიანებული შტაბის უფროსმა,”- განაცხადა თარგამაძემ.

საპასუხო გამოსვლაში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ თავდაცვის მინისტრისა და მისი არმიის დამსახურებაა საერთაშორისო ჩარევასთან ერთად ის ფაქტი, რომ რუსეთის ჯარებმა თბილისი ვერ აიღეს.

დისკუსიის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა აჩვენა, რომ ის არა მხოლოდ კარგი დიპლომატია, არამედ დიდი პოლიტიკური მომავალიც აქვს.

Civil.Ge © 2001-2024