თბილისი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის მზადაა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 Nov.'08 / 11:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს თბილისი არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 18 ნოემბერს ჟენევაში დაგეგმილ მოლაპარაკებებში ”აბსოლუტურად მოკლებულია საფუძველს” და ”წარმოადგენს საბჭოური პროპაგანდის კიდევ ერთ მაგალითს”.

რუსეთის და საქართველოს წარმომადგენლები 15 áƒáƒ¥áƒ¢áƒáƒ›áƒ‘ერს ჟენევაში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა, მოლაპარაკებები ჩაიშალა, როგორც შუამავლებმა თქვეს, ”პროცედურული სირთულეების” გამო - რაც áƒ£áƒ™áƒáƒ•áƒ¨áƒ˜áƒ áƒ“ებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების როლსა და სტატუსზე უთანხმოებას.  

”რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებათა პირველი რაუნდის შეწყვეტას, ამაზე პასუხისმგებელია არა საქართველო, არამედ რუსეთის ფედერაცია და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმები,” - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ 3 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს სურს, რომ პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღონ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლებმა, ხოლო სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების არაფორმალურ შეხვედრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ საქართველოს სურს, რომ სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია და აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობაც იყვნენ წარმოდგენილი არაფორმალურ შეხვედრებზე.

”საქართველოს მხარე მზადაა მონაწილეობა მიიღოს 18 ნოემბერს ჟენევაში დანიშნულ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში, ყველა მხარესთან შეთანხმებული ფორმატის ფარგლებში. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამჯერად რუსეთის ფედერაცია მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომაში, რაც აჩვენებს მის დამოკიდებულებას სამშვიდობო პროცესის მიმართ. ჟენევის ფორმატი, ჩვენი აზრით, კარგ პერსპექტივას იძლევა არსებული პრობლემების გადაწყვეტისა და გადაუჭრელი საკითხების განხილვის თვალსაზრისით,” - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

Civil.Ge © 2001-2024