სამეგრელოს და შიდა ქართლის გუბერნატორებმა პარლამენტის დროებით კომისიას ჩვენება მისცეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 Nov.'08 / 17:57

სამეგრელოს გუბერნატორმა ზაზა გოროზიამ ჩვენება მისცა აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ პარლამენტის დროებით კომისიას იმ ვითარების შესახებ, რომელიც ქვეყანაში რუსული სამხედრო ოკუპაციის დაწყებამდე და áƒáƒ™áƒ£áƒžáƒáƒªáƒ˜áƒ˜áƒ¡ პერიოდში áƒáƒ áƒ¡áƒ”ბობდა.

მისი თქმით, ის დაესწრო áƒ’უბერნატორების შეხვედრას თბილისში 7 აგვისტოს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ”ზოგადი” áƒ˜áƒœáƒ¤áƒáƒ áƒ›áƒáƒªáƒ˜áƒ მიაწოდა მათ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ზრდის თაობაზე; გოროზიას თქმით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალის მიმართულებაზე, რადგანაც სამეგრელოს რეგიონში იმ ეტაპზე სიტუაციის გაუარესება მოსალოდნელი არ იყო.

”8 აგვისტოს, საღამოს იყო ყველაზე უფრო მძიმე დღე,” - განაგრძო მან, ”როცა მოხდა სენაკისა და ფოთის მიმართულების დაბომბვა; სენაკში სამი ადამიანი დაიღუპა. áƒ¤áƒáƒ—ის პორტში გარდაიცვალა 6 ადამიანი, მთლიანობაში ფოთში 10 ადამიანი გარდაიცვალა”.

9 აგვისტოს რუსულმა ძალებმა, მისი თქმით, დაიწყეს სამხედრო ტექნიკის კონცენტრირება გალის რაიონში. ”ეს ის დღეა, როცა პრეზიდენტი ჩამოვიდა რეგიონში გართულებული ვითარების მიუხედავად,” - განაცხადა გოროზიამ.

გოროზიას თქმით, 10 აგვისტოს საღამოს რუსული სამხედრო სარდლობა ადგილზე დაუკავშირდა მას და პოლიციის სამმართველოს უფროსს და შეხვედრა სთხოვა, სადაც რუსულმა მხარემ აცნობა მათ, რომ განზრახული ჰქონდათ ზუგდიდის რაიონის შიგნით შესვლა, რათა სრული კონტროლი დაემყარებინათ 12-კილომეტრიან უსაფრთხოების ზონაზე.

გოროზიამ განაცხადა, რომ იგი შეეცადა შეწინააღმდეგებოდა რუსების ამ ქმედებას რუსულ სარდლობასთან მოლაპარაკებების დროს, თუმცა საბოლოოდ მას დათანხმება მოუწია, რათა თავიდან აეცილებინა რაიმე საფრთხე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ”პოლიციის სამმართველოს უფროსმა მიიღო დავალება, რომ მათი შემოსვლა მომხდარიყო,”- აღნიშნა ასევე გოროზიამ. მისი თქმით, მან ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობა სახელმწიფო მინისტრს რეგიონალურ საკითხებში დავით ტყეშელაშვილს.

შემდეგ მან განაცხადა: ”ეს არის ის დღე, როცა სამეგრელოში არ იმყოფება არცერთი სამხედრო დანაყოფი,” áƒ áƒáƒ“განაც ქართული სამხედრო შენაერთები რუსულ ძალებთან საბრძოლველად გაგზავნეს სამხრეთ ოსეთში. მისი თქმით, მიუხედავად თავდაპირველი შეთანხმებისა, 11 აგვისტოს რუსული ძალები გასცდნენ 12-კილომეტრიან უსაფრთხოების ზონას და თითქმის მთელი სამეგრელოს რეგიონი დაიკავეს, მათ შორის სენაკი და ფოთი.

გოროზიას თქმით, 12 აგვისტოს აფხაზეთის სეპარატისტული ძალები პირველად გამოჩნდნენ და ”ხურჩის და განმუხურის კონტროლი დაიწყეს”. მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთის წარმომადგენლები ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ხურჩის და განმუხურის ადგილობრივი მოსახლეობა ლოიალურობა გამოეჩინათ აფხაზეთის ხელისუფლების მიმართ, თუმცა, ადგილობრივებმა ეს შეთავაზება უარყვეს, განაცხადა გოროზიამ.

გოროზიამ განაცხადა, რომ ”რუსები არაფრად არ აგდებდნენ გაეროს დამკვირვებლებს, მათთან არც საუბრობდნენ”.

მისი თქმით, სენაკის სამხედრო ბაზა არის ”პრაქტიკულად ხელშეუხებელი”, თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ áƒ¡áƒ”ნაკის ინფრასტრუქტურის გადასარჩენად მიღებულ ზომებზე ის დახურულ სხდომაზე ისაუბრებს.

შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა განუცხადა კომისიას, რომ აგვისტოს დასაწყისიდან ხორციელდებოდა ქართული სოფლების წინააღმდეგ ”მასიური და დიდი ხანგრძლივობის სროლები”.

მისი თქმით, სხვა გუბერნატორების მსგავსად, ისიც დაესწრო 7 აგვისტოს ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას; შეხვედრა ასევე ესწრებოდა დავით ტყეშელაშვილი. ”ჩვენ მივიღეთ დავალებები, რომ ჩვენ უნდა გადავსულიყავით 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე და გვემოქმედა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არ ყოფილიყო პანიკა და დეზორგანიზება ადგილობრივ ხელისუფლებაში,” - განაცხადა მან.

”საევაკუაციო დამტკიცებული გეგმა არ არსებობდა... პირველი დაბომბვა გორში 8 რიცხვში დილით მოხდა. დაბომბვების შემდეგ სასწაფოდ მივხვდით, რომ ევაკუაცია იყო დასაწყები. ეს იყო ჩემი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. მე დავავალე ადგილობრივ ადმინისტრაციას ეცნობათ ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რომ საჭირო იყო ქალაქის დატოვება,” - განაცხადა ვარძელაშვილმა. 

მშვიდობიან მოსახლეობაში 104 ადამიანია მსხვერპლი შიდა ქართლის რეგიონში, განაცხადა მან.

ვარძელაშვილის თქმით, მან გორი 11 აგვისტოს საღამოს იმიტომ დატოვა, რომ ”ფიზიკურად შეუძლებელი იყო იქ კიდევ რამის გაკეთება”. მისი თქმით, ის კასპში წავიდა, საიდანაც 13 აგვისტოს დაბრუნდა.

მისი თქმით, მას ხშირად უწევდა ურთიერთობა რუსეთის სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილესთან გენერალ-მაიორ ალექსანდრე ბორისოვთან, რომელიც რუსულ ძალებს მეთაურობდა ადგილზე. ვარძელაშვილის თქმით, ”გენერალი ბორისოვი თითქმის ყოველთვის ნასვამი იყო”.  

”სისულელეებსაც ბოდავდა ხოლმე. მათი მიზანი იყო მთლიანად შიდა ქართლი დაეკავებინათ, ხელისუფლება შეეცვალათ და პრეზიდენტი სააკაშვილი დაეკავებინათ - მე ბორისოვის სიტყვების ციტირებას ვახდენ,” - განუცხადა ვარძელაშვილმა კომისიის წევრებს.

 

Civil.Ge © 2001-2024