ირაკლი ალასანია საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 Nov.'08 / 18:53

საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თბილისს სამი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის არ აღიარების საკითხის გააქტიურება, ინტეგრაცია ევროპაში და აფხაზეთში დევნილთა საკუთრების უფლების შენარჩუნების მექანიზმების უზრუნველყოფა.

”ჩვენ უნდა ვიქცეთ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელ ნაწილად,” - განაცხადა ალასანიამ გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში, რომელიც 13 ნოემბერს გამოქვეყნდა. 

”ამავე დროს, ჩვენმა დასავლეთელმა მოკავშირეებმა უნდა დაინახონ, რომ საქართველო ყალიბდება ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყნად. ის დეკლარირებული მიზნები, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის áƒ“ებატებზე გაახმოვანა, პრაქტიკულად უნდა იყოს შესრულებული,” - განაცხადა მან.

”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში გადაწყვეტილების მიღების ინსტიტუციონალური სისტემის შექმნა, რომელიც გამორიცხავს ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას და შეამცირებს პროვოკაციებში საქართველოს ჩათრევის საფრთხეს,” - დასძინა მან.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებასთან დაკავშირებით, ქართულ დიპლომატიას მოუწევს სერიოზული მუშაობის ჩატარება არ აღიარების ამ ტენდენციის შესანარჩუნებლად. 

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისს უფრო აქტიურად უნდა ემოქმედა áƒáƒ¤áƒ®áƒáƒ–ურ მხარესთან პირდაპირ მოლაპარაკებებში ჩართვის კუთხით.

”ვფიქრობ, რომ აფხაზურ მხარესთან შესაძლებელი იყო პირდაპირი დიალოგის გაღრმავება, რაც აუცილებლად შეამცირებდა სამხედრო დაპირისპირების განახლების საფრთხეს,” - განაცხადა მან, ”ბოლო წლებში მრავალი შესაძლებლობა იქნა ხელიდან გაშვებული როგორც აფხაზური, ასევე ქართული მხრიდან. ბუნებრივია, იყო ხელისშემშლელი გარემოებები, მათ შორის მთავარი - რუსეთის მხრიდან ორგანიზებული პროვოკაციების წყება, მაგრამ, ჩემი აზრით, მეტი წინდახედულება და ძალისხმევა უნდა დაგვეთმო შუამავლების გარეშე პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის”.

მისი თქმით, ბოლო დროს აფხაზეთში ”ძალიან სახიფათო ტენდენცია” გაჩნდა ”დევნილების კერძო საკუთრების ლეგალური შესყიდვის სახით”.

”უკვე გამოჩნდნენ პირები, ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ, საკმაოდ სოლიდური თანხების სანაცვლოდ, დევნილებთან პირდაპირი მოლაპარაკების ფორმით, [აფხაზეთის] საკურორტო ზონებში კერძო საკუთრება შეისყიდონ,” - განაცხადა ალასანიამ, ”ჩემი აზრით, ამის აღსაკვეთად ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიმუშავოს რეალური პროგრამა, რომ დევნილები არ დავაყენოთ ასეთი საშინელი მორალური არჩევანის წინაშე და ამავე დროს, მოვახერხოთ მათი საკუთრების უფლების შენარჩუნება [აფხაზეთში]”.

 

 

 

 

Civil.Ge © 2001-2024