ოსურმა ძალებმა სოფელი პერევი დატოვეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 Nov.'08 / 10:25

საჩხერის რაიონის სოფელ პერევში გასულ კვირას შესულმა სამხრეთ ოსურმა ძალებმა სოფელი დატოვეს, იტყობინება ქართული მედია სოფლის ადგილობრივ მკვიდრებზე დაყრდნობით.

საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ დაადასტურა, რომ ოსმა შეიარაღებულმა პირებმა ტერიტორია დატოვეს. მისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Civil.Ge-ს კვირას განუცხადა, რომ სოფელში დაბრუნდა რუსული ძალების ”მცირე ნაწილი” და ისინი იქ არსებულ საგუშაგოზე ყოფნას განაგრძობენ. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მიესალმა ოსური ძალების გასვლას სოფლიდან და ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, როგორც ამას AFP იტყობინება, განაცხადა: ”ეს მარწმუნებს, რომ მედვედევი არის პარტნიორი, რომელთანაც ჩვენ უნდა განვაგრძოთ დიალოგი”.

კვირას áƒ¡áƒáƒ¦áƒáƒ›áƒáƒ¡ ევროკავშირის მისიამ გამოქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ”სამხრეთ ოსური ძალების განთავსება გასულ შაბათ-კვირას დაძაბულობას ზრდიდა და ბევრ ადამიანს აიძულებდა დაეტოვებინა სოფელი”.

”ევროკავშირი დაჟინებით აცხადებს, რომ პერევის საგუშაგო, ისევე როგორც სოფელი პერევი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიღმა მდებარეობს და ის უნდა დატოვონ როგორც რუსულმა, ისე ოსურმა შენაერთებმა,” - ნათქვამია განცხადებაში, ”მისია იმედოვნებს, რომ რუსული შენაერთების დაბრუნება ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სიტუაციის გაუმჯობესებას”.

Civil.Ge © 2001-2024