ჟენევაში მხარეების ”არაფორმალური” შეხვედრა იმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 Nov.'08 / 14:49

19 ნოემბერს ჟენევაში მხარეების მონაწილეობით არაფორმალური შეხვედრები დაიწყო, რომლის დროსაც არ იქნება იდენტიფიცირებული ის სუბიექტები, რომელსაც ეს მხარეები წარმოადგენენ და არც ოფიციალური პლენარული სხდომა გაიმართება.

ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს როგორ შევიდნენ ჟენევის გაეროს ევროპულ შტაბბინაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი, რომელსაც თან ახლდნენ სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლები; ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან ერთად.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მაქსიმ გვინჯიამ განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრაზე შესვლამდე, რომ ეს არის ”განხილვები” და რომ ის მზად არის ”კონსტრუქციული განხილვებისთვის” არაფორმალური სამუშაო ჯგუფების ფარგლებში - რომელთაგანაც ერთი დევნილთა საკითხებზე მუშაობს, ხოლო მეორე  - უსაფრთხოების საკითხებზე.

”გუშინ სადილი გვქონდა და ჩვენ [ყველა მხარის წარმომადგენელი] იქ შევხვდით; ამინდზე ვისაუბრეთ,” - განაცხადა გვინჯიამ.

”თუ დღეს კონსტრუქციულად შევუდგებით საქმეს, შედეგს მრავალი, áƒ›áƒ áƒáƒ•áƒáƒšáƒ˜ წლის შემდეგ ველოდები,” - განაცხადა მან, ”ეს გრძელი პროცესია. ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ”.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრაში რვა წარმომადგენელი მონაწილეობს  - საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ-დან (რომელსაც სახელმწიფო მდივნის მოადგილე დანიელ ფრიდი წარმოადგენს), სეპარატისტული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან და ასევე შეხვედრის სამი ორგანიზატორი - ევროკავშირი, გაერო და ეუთო.   

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ 18 ნოემბერს რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს განუცხადა, რომ არაფორმალური სამუშაო ჯგუფების შეხვედრას ასევე დაესწრებიან აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

ევროკავშირმა, რომელიც მოლაპარაკებების ერთ-ერთი ორგანიზატორია გაეროსთან და ეუთოსთან ერთად, გადაწყვიტა ამჯერად ”არაფორმალური მიდგომა” აირჩიოს, რათა არ შეეხოს მხარეთა მგრძნობიარე საკითხებს,” განუცხადა ევროპელმა დიპლომატიურმა წყარომ AFP-ს.

 

Civil.Ge © 2001-2024