ნოღაიდელი ახალი პარტიის დაფუძნებაზე მუშაობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 Nov.'08 / 17:29

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 19 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასა და მის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

”საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ áƒ®áƒ”ლისუფლებას áƒ«áƒšáƒ˜áƒ”რი, მძლავრი და áƒ™áƒáƒ áƒ’ად ორგანიზებული ალტერნატივა საერთოდ არ ჰყავს, ეს არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა და ვერც ვერავინ ვერ აყენებს მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგვისტოს მოვლენების გამო,” - განაცხადა რადიო ”უცნობის” ეთერში ნოღაიდელმა, რომელსაც 2005 წლის თებერვლიდან 2007 წლის ნოემბრამდე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 

ნოღაიდელმა თავისი ყოფილი მოკავშირეები იმის გამო გააკრიტიკა, რომ ვერ მოახერხეს აგვისტოს ომის თავიდან აცილება და განაცხადა, რომ მოკლევადიან პერიოდში ის ვერ ხედავს ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების საჭიროებას. 

”ეს საკითხი რეალურად საზოგადოებისთვის დღის წესრიგში არ დგას,” - განაცხადა მან. ”იმავდროულად, მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკაში მოვლენები განვითარდება საკმაოდ დინამიურად და საკმაოდ უარყოფითად მთავრობისთვის; პოლიტიკური დაპირისპირებაც საკმაოდ გაღრმავდება და სრულიადაც არ გამოვრიცხავ რაღაც მომენტში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საჭიროებას”.

ნოღაიდელის თქმით, მას ახლა ორი პრიორიტეტი აქვს: პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება და პარტიის პოლიტიკური სამოქმედო გეგმის შედგენა. თუმცა მან ასევე განაცხადა, რომ იგი არ ჩქარობს ამ მიზნების განხორციელებას, რადგანაც არ მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნები უახლოეს მომავალში ჩატარდება.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ იგი დროდადრო კონსულტაციებს და შეხვედრებს მართავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატთან ლევან გაჩეჩილაძესთან და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.

”ჩვენ უკან კი არ უნდა ვიყუროთ, თუ რა მოხდა თავის დროზე და áƒ•áƒ˜áƒœ უფრო მეტი დააშავა  - ოპოზიციამ იმაში, რომ ორგანიზებული არ იყო ან მთავრობამ, რომ ოპოზიციას გასაქანი არ მისცა, არამედ áƒ˜áƒ¡, რომ დღეს მოხდეს  მაქსიმალური კოორდინაცია ოპოზიციურ ძალებს შორის და მთავრობას და ოპოზიციურ ძალებს შორისაც,”- განაცხადა მან.

 

Civil.Ge © 2001-2024