ბურჯანაძის ახალი პარტია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Nov.'08 / 19:59

ოპოზიციური პარტიის ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” დამფუძნებელ ყრილობზე 23 ნოემბერს დელეგატებმა თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძე áƒ”რთხმად  აირჩიესპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, დემოკრატიული განვითარების ფონდის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარტიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ამჟამინდელი ხელისუფლების ”დემოკრატიული, ინსტიტუციური არჩევნების გზით შეცვლაა”.

”მე და ჩემი პოლიტიკური ძალა დღეიდან უკვე ითხოვს რიგგარეშე არჩევნებს და ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რა თქმა უნდა კონსტიტუციური და დემოკრატიული ჩარჩოებით, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ დამფუძნებელი ყრილობის შემდეგ.

ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლება სხვა ქმედებებთან ერთად აგვისტოს საომარი მოქმედებების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ქვეყნის მართვის ”მორალური უფლება” არ გააჩნია.

”ამ ხელისუფლებას არ ააქვს არც უნარი გააგრძელოს ქვეყნის მართვა. მან დაკარგა ნდობა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ”, - განუცხადა ბურჯანაძემ ვერის ბაღში, საკალათბურთო დარბაზში გამართულ ყრილობაზე დამსწრე დაახლოებით 1 800 დელეგატს.

ყრილობას რამოდენიმე უცხოელი დიპლომატიც დაესწრო, მათ შორის აშშ-ის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩები.

”ჩვენ ქვეყანას არ სჭირდება მუდმივი რყევები... ჩვენ გვჭირდება ხვალინდელი დღის რწმენა. ჩვენ გვჭირდება გონიერი პოლიტიკა. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სანდო პარტნიორის სახელის დაბრუნება და შემდეგ კი დიალოგი ყველასთან, რომ ამ დიალოგით ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ამოცანების უზრუნვეყოფა შევძლოთ,”- განაცხადა ბურჯანაძემ.
 
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ბურჯანაძის თქმით, პარტიის ამოცანა არ იქნება რევანში.

მისი თქმით, ერთიანი და თავისუფალი საქართველოს აშენება ”მხოლოდ დემოკრატიული მოძრაობით, მხოლოდ დემოკრატიული ფასეულობებით შეიძლება.”

”ამიტომ ვიბრძოლებთ ჩვენ, რომ ეს ქვეყანა დემოკრატიული გახდეს. .. ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ დემოკრატიაზე ლაპარაკი კი არ იყოს, არამედ კეთდებოდეს კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული ფასეულობების დასამკვიდრებლად,”  áƒ’ანაცხადა მან.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საჭიროა áƒ›áƒ¨áƒ•áƒ˜áƒ“ობიანი გზით კონფლიქტების მოგვარება, ასევე დამოუკიდებელი სასამართლოს და თავისუფალი მედიის ჩამოყალიბება.

ბურჯანაძის თქმით, შემდგომ შეკრებაზე პარტია კონკრეტულ გეგმებს და პრინციპებს წარმოადგენს, რომელიც შეეხება ეკონომიკის განვითარებას, სოციალურ საკითხებს და კონფლიქტების მოგვარებას.

”ჩვენ გვექნება კონკრეტული პროგრამა ყველა მიმართულებით… ჩვენ გვექნება კონკრეტული პლატფორმა როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა, რომ ის დასავლური ცივილიზაციის ღირსეული ნაწილი გახდეს,” - განაცხადა ბურჯანაძემ. ”ჩვენ გვექნება კონკრეტული პროგრამა და შეთავაზება როგორ დავარეგულიროთ კონფლიქტები დიალოგის გზით, ჩვენ გვექნება კონკრეტული შეთავაზება როგორ მოვაგვაროთ ურთიერთობები, როგორ შევქმნათ დიალოგის რეჟიმი”.

ბურჯანაძის თქმით, იგი ”ვალშია” იმ ადამიანებთან, რომლებიც 2003 წლის ნოემბერშივარდების რევოლუციის” დროს პარლამენტის შენობის წინ მის ”მხარდასაჭერად და დემოკრატიული ქვეყნის აშენების áƒ›áƒáƒ—ხოვნით იყვნენ მისული”.

მან ასევე განაცხადა რომ მზად არის ითანამშრომლოს ყველა იმ ძალასთან ”რომელთაც ანალოგიური პრინციპები გააჩნიათ,” იმისათვის, რომ ქვეყანაში მიღწეული იყოს დემოკრატიული ღირებულებები  და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. áƒ—უმცა მან შესაძლო პოლიტიკური პარტნიორების დასახელებისაგან თავი შეიკავა. 

”მე ვთქვი, რომ კოორდინირება აუცილებელია პოლიტიკურ ძალებთან იმისათვის, რომ ის ერთიანი ამოცანები, რასაც ჰქვია მედიის გახსნა, არჩევნების დანიშვნის მიღწევა და ცალკეული სხვა მოთხოვნები, მიღწეული იყოს,”- განაცხადა ბურჯანაძემ. ”ამიტომ საჭიროა კოორდინირებული მოქმედება იმ ძალებთან, რომლებსაც აქვთ იგივე პრინციპები, იგივე ამოცანები და იგივე ხედვები”.

ყრილობაზე აირჩიეს 15-წევრიანი áƒ›áƒ—ავარი საბჭო - პარტიის მმართველი ორგანო. áƒžáƒáƒ áƒ¢áƒ˜áƒ˜áƒ¡ გენერალური მდივანი  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დავით პატარაია გახდა.

საბჭოს სხვა წევრები არიან: ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე;  შალვა ობგაიძე, საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელი; თემურ მურღულია, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი; თამარ ციციშვილი, ექიმი;  ზაზა სოფრომაძე, 2004-2007 წლებში სოციალური უზრუნველყოფის სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორი და 2008 წლიდან სადაზღვევო კომპანია ”აი სი ჯგუფის” სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი; დავით ჭეიშვილი, 1995 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი; დავით ჭეჟია, 2005-2008 წლებში ”თბილისის წყლის” ადმინისტრაციული დირექტორი; გაგა გაბრიჩიძე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი; გიორგი გეგელაშვილი, 2004 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი; ნოდარ ხადური, ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე; ბაკურ მგელიაშვილი, იურისტი; რომან კუსიანი, ყოფილი პარლამენტარი; ზურაბ ბიგვავა, ფსიქოლოგი; მანანა სალუქვაძე,  - ესპანური და ინგლისური ენების სპეციალისტი.

Civil.Ge © 2001-2024