ვაშაძე: აშშ-საქართველოს ხელშეკრულების ხელმოწერა 4 იანვრისთვისაა დაგეგმილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 Dec.'08 / 17:32

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 25 დეკემბერს განაცხადა, რომ უკვე გადაწყვეტილია ”99%-ით, რომ მე და საქართველოს დელეგაცია 4 იანვარს გავემგზავრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას”.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ საქართველოსთან ”ახალი ორმხრივი ქარტიის” პროექტზე მოლაპარაკებები აქვს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 დეკემბერს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ქარტია ანალოგიური იქნება იმ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისა, რომელსაც აშშ-მ და უკრაინამ 19 დეკემბერს მოაწერეს ხელი.

Civil.Ge © 2001-2024