აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 9 იანვარს მოეწერება ხელი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 Jan.'09 / 13:44

აშშ áƒ“ა საქართველო სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას 9 იანვარს მოაწერენ ხელს, განაცხადეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

ამ მიზნით საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ში 8 იანვარს გაემგზავრება.

დოკუმენტზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის პარტნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის გაფართოებას ითვალისწინებს თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში, ხელმოწერა 4 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის სამუშაო გრაფიკის შეცვლის გამო ეს ღონისძიება გადაიდო.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ხელშეკრულება იმ ქარტიის მსგავსი იქნება, რომელიც ვაშინგტონმა áƒ“ეკემბერში áƒ™áƒ˜áƒ”ვთან გააფორმა.

Civil.Ge © 2001-2024