საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის პოპულარული შოუ ”საქართველოს დიდი ათეული” გაგრძელდება, თუმცა შეცვლილი ფორმატით, რითაც გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რჩევა. შოუმ, რომლის მიზანიც ხმის მიცემის გზით ღვაწლმოსილი ქართველების გამოვლენაა, ქართული ეკლესიის შენიშვნა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც სავსებით მიუღებელია ის ფაქტი, რომ წმინდანები ჩვეულებრივ საერო პირებთან ერთად მონაწილეობენ შეჯიბრში. პროექტის პროდიუსერების თქით, მიუხედავად იმისა, რომ 50 კანდიდატს შორის 13-ვე წმინდანი დარჩება სიაში, მათი ნუმერაცია გაუქმდება მაშინვე, როგორც კი გაიკვევა პირველი ათეული. ”პროექტის ბოლოს დარჩება ათი დიდი ქართველი და ისინი სიაში შევლენ ანბანის მიხედვით და არა ნუმერაციით; არ იქნება პირველი ადგილი, მეორე ადგილი და ასე შემდეგ. ამგვარი ქმედებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავიდან ავიცილებთ იმ უთანხმოებას, რომელიც რიგითობასთან დაკავშირებით არსებობს და მეორე მხრივ, ეს დაგვეხმარება შევინარჩუნოთ პროექტის მთავარი იდეა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოვლენას უკავშირდება,” - განაცხადა გადაცემის მთავარმა პროდიუსერმა და ერთ-ერთმა წამყვანმა დაჩი გრძელიშვილმა 21 იანვარს. ”რატომ უნდათ ზოგიერთებს, ეკლესია წარმოაჩინონ ცენზორად, რომელიც თითქოს ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს?”- ნათქვამია განცხადებაში, ”იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზემოაღნიშნული პოლიტიკის გამტარებელთ სურთ, ეკლესიამ და თვით კათოლიკოს–პატრიარქმაც თავი შეიკავოს ამა თუ იმ საკითხზე აზრის გამოთქმისაგან... ამისი აკრძალვის უფლება არავის აქვს. ამით საქართველოს საპატრიარქო ამ თემაზე საუბარს ამთავრებს”.
|
|||
Civil.Ge © 2001-2025