სახალხო დამცველის ოფისის პოლიტიზაცია მოხდა - სააკაშვილი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 Jan.'09 / 18:52

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს ადამიანის უფლებების áƒ“აცვასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან ის სრულიად ”პოლიტიზირებულია”. 

მისი თქმით, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი არის ”ჩვეულებრივი პოლიტიკოსი, რომელიც აპირებს პოლიტიკაში წასვლას და დროშის ფრიალს”.

”სამწუხაროდ, სახალხო დამცველის ოფისის áƒ¡áƒ áƒ£áƒšáƒ˜ პოლიტიზაცია მოხდა და ადამიანის უფლებების დაცვას სრულად ჩამოშორდა,”- განაცხადა მან საზოგადოებრივი áƒ›áƒáƒ£áƒ¬áƒ§áƒ”ბლის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

პრეზიდენტმა áƒáƒ› თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა სახალხო დამცველის ანგარიშის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. 

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა გაითვალისწინებს ადამიანის უფლებათა დამცველი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს.

Civil.Ge © 2001-2025