ბურჯანაძე პრეზიდენტობის ამბიციებს ავლენს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jan.'09 / 11:58

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბუნებრივია, რომ ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს და ორჯერ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს პრეზიდენტად კენჭისყრის ამბიცია ჰქონდეს.
 
როცა მას კითხეს, თუ იყრის კენჭს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები რომ დაინიშნოს, ბურჯანაძემ უპასუხა: ”მოდით ჯერ მივაღწიოთ ვადამდელ არჩევნებს, და შემდეგ ვისაუბროთ ამაზე”.

თუმცა, შემდეგ მან განაგრძო: ”რა თქმა უნდა, როდესაც პარტია, რომლის ლიდერიც ორჯერ იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და ორჯერ პარლამენტის თავმჯდომარე, ამ პარტიას, ისევე როგორც მის ლიდერს აქვს პრეტენზია მოიპოვოს გამარჯვება ნებისმიერ არჩევნებში”.

ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობას 2003 წლის ნოემბრის ”ვარდების რევლუციის” შედეგად  ედუარდ შევარდნაძის გადადგომის და 2007 წლის ნოემბერში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ ასრულებდა.

25 იანვარს 1 არხის ყოველკვირეულ პროგრამაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას, ბურჯანაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციის კოორდინირებული მოქმედებები და საზოგადოებრივი კონსოლიდაციაა საჭირო ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნის გარშემო, რათა იძულებული გახდეს ხელისუფლება წავიდეს ამ ნაბიჯზე.

 

Civil.Ge © 2001-2024