ირაკლი ალასანიას ბიოგრაფია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 Jan.'09 / 12:20


გაეროს ფოტო/პაულო ფილგუერასი


ირაკლი ალასანია 1973 წლის 21 დეკემბერს ბათუმში დაიბადა.

იგი გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო 2006 წლის ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე.

ირაკლი ალასანია 2006 წლის 17 მარტამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში. იგი ასევე იყო პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში - ეს სტატუსი მას ასევე შენარჩუნებული ჰქონდა გაეროში ელჩობის პერიოდში.

2005 წლის 15 თებერვალს ალასანია დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად აფხაზეთში. იმავდროულად იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.

2004 წლის 16 ივლისიდან იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ხოლო ამ პოზიციის დაკავებამდე იყო თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.

2002 წლის იანვრიდან ალასანია იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, მანამდე 2001 წლის ოქტომბრიდან იგი ხელმძღვანელობდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტს.

ირაკლი ალასანიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა დაიწყო 1998 წლიდან, სადაც 2001 წლის სექტემბრამდე იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, მათ შორის მუშაობდა დსთ-სა და რუსეთის დეპარტამენტში და აშშ-ს, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში.

ალასანიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1995 წელს საერთაშორისო სამართლის áƒ¡áƒžáƒ”ციალისტის კვალიფიკაციით დაამთავრა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

Civil.Ge © 2001-2024