ალასანია საპრეზიდენტო ინსტიტუტის მომხრეა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 Feb.'09 / 12:58

საქართველოს ყოფილმა ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ, რომელიც გადადგომის შემდეგ ოპოზიციაში გადავიდა, განაცხადა, რომ იგი ემხრობა საკანონმდებლო ორგანოს ძლიერი ზედამხედველობის ქვეშ არსებულ საპრეზიდენტო ინსტიტუტს.

”იმ მოსაზრების ერთგული ვრჩები, რომ საქართველოში ძლიერი საპარლამენტო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საპრეზიდენტო ინსტიტუტი ქვეყნის მართვის ყველაზე ეფექტური ფორმაა,” - განუცხადა ალასანიამ გაზეთ ”რეზონანსს” ინტერვიუში, რომელიც 2 თებერვალს გამოქვეყნდა, ”ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, საქართველოში რა მოდელი ამართლებს”.

კითხვაზე საკონსტიტუციო მონარქიის áƒ¨áƒ”მოღებასთან დაკავშირებით - ეს ის საკითხია, რომელმაც საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ბოლო დროს áƒ¬áƒ˜áƒœ წამოიწია - ალასანიამ განაცხადა, რომ იგი ამ ეტაპზე საკითხის კომენტირებისგან თავს შეიკავებს. თუმცა, მან აღნიშნა: ”საქართველოს მოქალაქეები თუკი გადაწყვეტენ, ეს იდეა ჩემთვისაც მისაღები მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება”.

რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას, ალასანიამ განაცხადა, რომ ”რამდენადაც არ უნდა გვიმძიმდეს, რეალობა ისეთ სიტუაციაში გვაყენებს, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთთან ნორმალიზების პროცესის დაწყება”.

”რუსეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი დასავლეთისთვის და ეს მოცემულობა უახლოეს პერიოდში არ შეიცვლება,” - განაცხადა მან, ”ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ევროატლანტიკური უსაფრთხოების ნაწილი, რასაც მე ვემხრობი, იმავე დროს უნდა ვიზრუნოთ ისეთი დაბალანსებული, რეგიონალური უსაფრთხოების მექანიზმები შევიმუშავოთ, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს პროვოკაციაში ჩაბმის საშუალება აღარ მიეცეს”.   

Civil.Ge © 2001-2024