სტუდია ”მაესტრო” დეპუტატს ”შეურაცხყოფის” გამო აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 Feb.'09 / 18:22

სტუდია ”მაესტრომ” 10 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი პარტიის დეპუტატის გივი თარგამაძის მიერ გაკეთებული განცხადება ტელეკომპანიის პოლიტიკური რეალური შოუს შესახებ ”შეურაცხმყოფელია” და იგი ”ზეწოლად და მუქარად” შეაფასა.

8 თებერვალს საზოგადოებივი მაუწყებლის გადაცემაში ”პოლიტიკური კვირა” საუბრისას გივი თარგამაძემ მწვავედ გააკრიტიკა ”მაესტროს” გადაცემა ”საკანი #5”.

”იმ ხალხისგან, რომელთაც 21-ე საუკუნეში - მაშინ როდესაც საქართველო ბევრი საბჭოთა კლიშესგან ძლივს გათავისუფლდა - მაქსიმუმი, რაც მოიფიქრეს არის ის, რომ ზონიდან და კამერიდან რამდენიმე ჩაცუცქული ნარკომანი გვმოძღვრავს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შევეხვეწოთ რუსეთს როგორმე დაგვიპყრონ ნაზად... ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან უზრდელობაში და ლაჩრობაში - თუ ვის უფრო მეტად ეშინია რუსეთის და ამ საუბრებით უკვე ნელ-ნელა მივიდნენ იქამდე, რომ იმდენად ღრმად არიან რუსეთთან შესული, რომ კამერაში ფეხებიღა ჩანს,” - განაცხადა თარგამაძემ. მან იქვე დასძინა, რომ ეს მისი პირადი შეხედულებაა, რომლის გახმოვანების უფლებაც მას გააჩნია, ისევე როგორც იმ ადამიანებს, რომელიც ”მაესტროს” გადაცემაში მონაწილეობენ.

გადაცემა ”საკანი #5” - რომლის სახელიც აშკარად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის და მმართველი პარტიის  საარჩევნო ნომერს - 20 იანვარს áƒ“აიწყო. გიორგი გაჩეჩილაძე  - იგივე ”უცნობი”, რომელმას საკუთარი სურვილით აღიკვეთა თავისუფლება, áƒ¡áƒáƒ™áƒáƒœáƒ¨áƒ˜ პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომამდე აპირებს დარჩენას. ყოველ საღამოს საკანში მასთან სტუმრები მიდიან, რომელთა შორის უკვე იყვნენ საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ეროსი კიწმარიშვილი, სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რეჟისორი რობერტ სტურუა და სხვები.

სტუდია ”მაესტროს” მფლობელმა მამუკა ღლონტმა 10 თებერვალს განაცხადა, რომ დეპუტატის თავდასხმა როგორც ტელევიზიაზე, ისე გადაცემის სტუმრებზე ”ზეწოლის” და ”შეურაცხყოფის” ტოლფასია.

”მე ვთხოვ თარგამაძეს გამოაშკარაოს ეს რუსეთის აგენტები, აღძრას ჩვენზე სისხლის სამართლის საქმე და დაგვიჭიროს, როგორც რუსეთის აგენტები, ან წინააღმდეგ შემთხვევაში კატეგორიულად ვთხოვ მას ბოდიში მოიხადოს იმ ჟურნალისტების, ”მაესტროს” თანამშრომლების áƒ¬áƒ˜áƒœáƒáƒ¨áƒ”, რომლებიც უანგაროდ ასრულებენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას,” - განაცხდა ღლონტმა.

23 იანვარს პირველი არხის პირდაპირ ეთერში მოსახლეობის შეკითხვებზე პასუხის გაცემისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა სტუდია ”მაესტროს” გადაცემაც ახსენა, როგორც მაგალითი იმისა, რომ საქართველოში სიტყვის და მედიის თავისუფლებაა.

”როცა ტელევიზორიდან ყვებიან, რომ ჩვენ არ გვაქვს თავისუფლება, ოღონდ ამას გიყვება სამი საათი ტელევიზორში, სასაცილოა. მე ერთ-ერთი პროგრამის ერთგული მაყურებელი ვარ, გასართობი პროგრამის ’ციხის საკნიდან’ - სხვათა შორის, ძალიან კონფორტული ციხის საკანია, მაგრამ ჩვენ უკეთესებიც გვაქვს რუსთავის და გლდანის ციხეებში,” - განაცხადა სააკაშვილმა ხუმრობით.

Civil.Ge © 2001-2024