ალასანიას გუნდი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 Feb.'09 / 19:05

გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ირაკლი ალასანიამ 8-კაციანი პოლიტიკური გუნდი 16 თებერვალს წარადგინა. 

1. გიორგი ჩიქოვანი - დაბადებული 24.12.1960 წელს. უცოლშვილო. დაამთავრა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: ისტორია და სამართალი.

გამოცდილება:
1991-1992 წლებში იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და პრივატიზაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
1992-1998 სოხუმის ადმინისტრაციის მეთაურის პირველი მოადგილე, სოხუმის მერის პირველი მოადგილე;
1998-2004 სოხუმის მერი;
2004-2006 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
2007-დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი.

2. ალექსი პეტრიაშვილი - დაბადებული 24.08.1970 წელს. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: ეკონომიკური გეოგრაფია

გამოცდილება:
1995-1998 საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის უზრუნველყოფის სამსახურში სახელმწიფო მრჩეველი;
1998-1998 საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტის
ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;
1998-2001 საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2001-2002 საქართველოს საელჩო - ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მისია
ეუთო-სა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში, უფროსი მრჩეველი;
2002-2004 საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში, უფროსი მრჩეველი;
2004-2009 საქართველოს საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

3. ნინო გოგუაძე -დაბადებული 2.12.1958 წელს. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა; ქიმიკოსი

გამოცდილება:
1980-2005 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტროქიმიის ინსტიტუტის
მეცნიერ-თანამშრომელი;
1990-1997 საქართველოს სამედიცინო აკადემიის ქიმიის ფაკულტეტის
ლექტორი;
1994-1996 საბუნებისმეტყველო კოლეჯში ქიმიის მასწავლებელი,
საქართველოს სამედიცინო აკადემიის ქიმიის ფაკულტეტის ლექტორი;
1998-2001 არასამთავრობო ორგანიზაცია “განათლების თანამედროვე ცენტრი”
თანადამფუძნებელი;
2000-2001 საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების კოორდინატორი;
2002-2003 საქართველოს განათლების სამინისტროს განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის ფარგლებში სახელმწიფო კურიკულუმის კომპონენტის კოორდინატორი.

4. ვიქტორ დოლიძე - დაბადებული 4.07.1973. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: საერთაშორისო სამართალი

გამოცდილება:
1998-1999 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსი;
1999-2000 საქართველოს საელჩოს ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის საჰერცოგოში მრჩეველი;
2000-2001 საქართველოს საელჩოს ბელგიის სამეფოში, ნიდერლანდების სამეფოში, ლუქსემბურგის საჰერცოგოში, საქართველოს მისია ევროგაერთიანებებთან და ნატოსთან - მრჩეველი;
2001-2004 საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ნატოსთან - მრჩეველი;
2004-2005 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი;
2005-2009 საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ეუთო-სა და ვენაში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში,
საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

5. დიმიტრი ტვილდიანი - დაბადებული 30.06.1956. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. სპეციალობა: ექიმი.

გამოცდილება:
1979-1980 ქ. მოსკოვის ხელოვნურ ორგანოთა და ტრანსპლანტაციის სამეცნიერო –კვლევითი ინსტიტუტი - ასპირანტი;
1981-1986 აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის
უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1986-1991 აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1991-2001 სამედიცინო ინსტიტუტი ”აიეტი” -ს დამფუძნებელი;
2001-დღემდე DIMAS RADIOLOGY პრეზიდენტი.

6. ლევან მიქელაძე - დაბადებული 26.02.1957. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი. სპეციალობა: ეკონომიკური გეოგრაფია

გამოცდილება:
1992-1994 საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მრჩეველი;
1995-1996 საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში - მრჩეველი;
1996-2002 საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მისია
ეუთო-სა და ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისიის ხელმძღვანელი.
2002-2006 საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;
2006-2007 საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, საქართველოს მუდმივმოქმედი მისია ჟენევის საერთაშორისო ორგანიზაციებში, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისიის ხელმძღვანელი;
2008-დღემდე ”ტეტის პეტროლეუმ ლიმითიდ”,  საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელი.

7. შალვა შავგულიძე - დაბადებული 28.10.1957. დაამათავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: სამართალმცოდნეობა

გამოცდილება:
1981-1983 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამნაშავეობის სოციოლოგიის
სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ლაბორანტი;
1988-1991 საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ეკონომიკისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
1992-1994 საქართველოს გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლის (სახელმწიფო ბრალდების) სამმართველოს პროკურორი;
1999- დღემდე იურისტთა და ადვოკატთა კავშირი “პროცესი” დამფუძნებელი, წევრი;
1996-დღემდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი.

8. ზურაბ აბაშიძე - დაბადებული 3.05.1973. დაოჯახებული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სპეციალობა: იურისტი

გამოცდილება:
1996-1998 საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანაშემწე;
1998-2000 საქართველოს უშიშროების საბჭო მრჩეველი;
2000-2004 საქართველოს იუსტიციის საბჭოს იუსტიციის საბჭოს მდივანი, იუსტიციის საბჭოს წევრი;
2004-2005 საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გენერალური ინსპექციის უფროსი;
2005-2007 აფხაზეთის მთავრობა - მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში,
მთავრობის აპარატის უფროსი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
2007-2008 საქართველოს კონტროლის პალატა,  გენერალური ინსპექციის უფროსი;
2008-2009 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მრჩეველი.
 

 

 

Civil.Ge © 2001-2024